logo
ENG



On.ge-ს ყოფილი რედაქტორი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილებში ნამდვილად მისი საუბრებია 

13 სექ 202119:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/13/s3dw3o4tumpnrd2.jpg

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, მედიის წარმომადგენლების საუბრებიც არის ასახული, მათ შორის On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, გელა ბოჩიკაშვილის სატელეფონო საუბრებიც. ამას თავად ჟურნალისტი ადასტურებს. 

როგორც ბოჩიკაშვილი Facebook-ზე წერს, ფაილებში ორი ეპიზოდია, რომელიც ეხება მის საუბარს საპატრიარქოსა და კავეა თბილისი მოლის პრესსამსახურებთან

"ფრაგმენტი ჩანაწერებიდან: "მოპოვებული ინფორმაციით, შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემას" და შპს "კავეა თბილისი მოლის" წარმომადგენელმა მარგარიტა სიხარულიძემ საინფორმაციო პორტალ"on.ge"-ს ჟურნალისტთან გელა ბოჩიკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კინოთეატრებში, "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის სეანსების დამატებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან"

მე ვადასტურებ. ეს არის ჩემსა და Maiko-ს შორის საუბარი.

ეს ნაწილი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც მსგავსი ნამდვილად იყო: "საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ინტერნეტ-გამოცემა "ონ.ჯი"-ს ჟურნალისტმა გიორგი ბოჩიკაშვილმა აცნობა, რომ სოციალური ქსელებით გასაჯაროვდა 1983 წლით დათარიღებული წერილი, სადაც ილია მეორე ქქსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ სასულიერო პირების მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობაზე, რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართავს სსრკ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოში გივი მაისურაძეს (ფაქტი ჩვენთვის ცნობილია). ჟურნალისტი დაინტერესდა რამდენად ავთენტურია ზ/ხსენებული წერილი და აპირებს თუ არა აღნიშნულზე საპატრიარქო ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ხსენებულზე ა.ჯაღმაიძემ განმარტა, რომ გაერკვევა საკითხში და მოგვიანებით დაუკავშირდება ჟურნალისტს", - წერს გელა ბოჩიკაშვილი

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 

ფაილებში ასევე მოხვდნენ საჯარო პირები და სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც, ერთ-ერთი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 


close დახურვა